კურსის აღწერა

  • პროექტებით სწავლება
პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვი სმიდგომის განხილვა, მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

  • სასწავლო პროექტის დაგეგმვა
სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტისთვის, მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისთვის, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა, შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა.

  • კავშირები
საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში, ბიბლიოგრაფიის შექმნა, ინტერნეტ რესურსები კვლევის, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში, ინტერნეტრესურსების შეფასება, ინტერნეტით თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება.

  • სასწავლო ნიმუშის შექმნა
მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზები, მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშების შექმნა და შეფასება: პრეზენტაციები პუბლიკაციები, ბლოგები.

მოსწავლეთა პროექტების შეფასება შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები, შეფასების არსებული პრაქტიკა და ფორმები, შეფასების ფორმების შექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.

დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის მოსწავლეების თვითრეგულირებადი სწავლა, დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის, მოსწავლეთა თვითრეგულირებისთვის შეფასების დაგეგმვა, მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი).

  • ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა, პრეზენტაციის, დოკუმენტის, ელექტრონული ცხრილისა და ვებ რესურსის შექმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს შეფასება, პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური რესურსები მასწავლებლებისთვის.

  • სასწვლო პროექტის ელექტრონული პორტფოლიოს ჩვენება
სასწავლო პროექტის ელექტრონული პორტფოლიოს მომზადება და წარდგენა.

No comments:

Post a Comment